გაერო: ისრაელის საევაკუაციო ბრძანებებმა ღაზის მცხოვრებთა 90 პროცენტს საცხოვრებელი მიატოვებინა

პალესტინის ტერიტორიის ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს უმაღლესი ოფიცერი ამბობს, რომ ოქტომბერში ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ს მიერ ერთმანეთის მიყოლებით გამოცემულმა ევაკუაციის ბძანებებმა, მათ შორის აგვისტოში გამოცემულმა 12 ბრძანებამ, ღაზის 2.1 მილიონიანი მოსახლეობის 90 პროცენტს საცხოვრებელი ადგილი დაატოვებინა.
-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ის და პრეზიდენტი ღაზაში ომის დამთავრებისთვის მუშაობენ. “ხსნის საერთაშორისო კომიტეტი” ამბობს, რომ ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში პირველად, პოლიომიელიტის ვირუსი გავრცელდა. ეს საავადმყოფოების და წყლის ინფრასტრუქტურის დანგრევის და ზედმეტად მჭიდროდ დასახლების შედეგია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს ოფისი ამბობს, რომ ქვეყნის დელეგაცია კაიროში ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევი ძალისხმევა განაახლოს. მოლაპარაკებებს შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი შუამავლობენ. უთანხმოების უმთავრესი პუნქტი ეხება ისრაელის მოთხოვნას, ღაზის ორ სტრატეგიულ დერეფანზე ხანგრძლივი კონტროლი შეინარჩუნოს.
ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ჰამასი“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფები ისრაელში შეიჭრნენ, დაახლოებით 1200 ადამიანი მოკლეს, მეტწილად სამოქალაქო მოსახლეობა და დაახლოებით 250 მძევლად გაიტაცეს. დაახლოებით 110 მძევალი ჯერ კიდევ ღაზის ტერიტორიაზე რჩება. მიაჩნიათ რომ მათი მესამედი უკვე მკვდარია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად 40 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, თუმცა არ ამბობს მათ შორის რამდენი იყო შეიარაღებული მებრძოლი და რამდენი სამოქალაქო პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც