“გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო” – ზურაბ დათუნაშვილი საქართველოდან მიდის

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საქართველოდან მიდის,  ამის შესახებ საიტი 2020news.ge წერს.

მოჭიდავის განმარტებით,მას გადაწყვეტილი აქვს რომ უცხო ქვეყნის სახელით იასპარეზოს „ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით  კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

 

">