გაგა გოგსაძე: ჩვენ, სიბნელის ყელს ძველებურად რომ ვემძივებით, თითქოს სულებში სამუდამოდ ჩაგვიქრეს შუქი

პოეტი გაგა გოგსაძე:
ასეთი კონვენცია და ეს ლექსი ჩემი შემოქმედების ძველი, სტუდენტური ეტაპია, მაგრამ დღეს გამახსენდა. მასში ლიტერატურულად და განსაკუთრებულად ღირებული თითქმის არაფერია, გარდა უცვლელი საფრთხისა. ვიღაც,პოეზიისა და ლიტერატურის ნაკლებადმცოდნე იფიქრებს, რომ ლექსი დღევანდელობას ნაკლებად ეხმაურება. დიახ, დღეს ომის წლისთავია, იმ ომის, რომელიც რუსულმა, ასევე მტრულმა რეჟიმმა საკუთარ ქვეყანას და თავისუფლებისმოყვარულ ქართველებს გამოუცხადა.
* * *
მე ვხედავ ქალაქს, გრიგალური ცეკვით ნაშენებს,
სახლებს, ნაომარ კედლებში რომ უხმებათ სული.
ლურჯ განთიადებს ბედისწერა გადააშენებს,
მზე დიდი ძილით, სიზმარეულ ზღვაში ჩასული…
მთვარის სისხლს ისე გადაისხამს, სუსტი სხივებით,
რომ გათენება შორეთშიც კი გახდება მუქი.
ჩვენ, სიბნელის ყელს ძველებურად რომ ვემძივებით,
თითქოს სულებში სამუდამოდ ჩაგვიქრეს შუქი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს