გაბრიელიუს ლანდსბერგისი – რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო დაეცა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსულმა დრონებმა ნატო-ს ტერიტორიაზე ვარდნა წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო დაიწყეს.
„3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები დღეს რუტინად განიხილება. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან ნატო-ს ტერიტორიაზე სადმე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოქმნა“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.
შეგახსენებთ, კვირას ღამით ზე ს თავდასხმის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ დრონმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ქვეყნის ტერიტორიაზე ნამსხვრევებს ეძებდა.
ლატვიამ ასევე განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო დრონი ქვეყნის აღმოსავლეთით და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს