ბურკინა-ფასოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, ერთ-ერთ რესტორანში თავდასხმა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, რესტორანში სამი შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა. თავდსახმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ტერორისტული აქტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00-ზე დაიწყო.

">