ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაბადების დღე აქვს.
ლევან კობიაშვილმა დაბადების დღე ღია სივრცეში, ოჯახის წევრებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
წვეულებას არაერთი ცნობადი სახე ესწრებოდა, მათ შორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მეუღლეებთან ერთად.
სტუმრებს შორის იყვნენ ნინი ზარქუა, ანუკი არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად.
როგორც “ინსტაგრამზე“ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ლევან კობიაშვილის იუბილეს ესწრებოდა ზაზა ფაჩულიაც.
როგორც ჩანს, იმ ადამიანებმა, რომლებმაც პირადად ვერ მოახერხეს ლევან კობიაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა, ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს და ვიდეომიმართვებით გაულამაზეს იუბილე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს.
მათ შორის იყვნენ ვილი სანიოლი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი.
ნახეთ კადრები: