„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე!“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადება მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცლდება.

„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე! – ასეთი იყო ყოველთვის ჩემი შინაგანი განწყობა, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ტყვემ სხვა თანამებრძოლებთან ერთად.

დიახ, ჩვენ რუსული ჰიბრიდული ომის ტყვეები ვართ. ომის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 2012 წლის არჩევნები – საქართველოს მარცხი რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის და არჩევნების ილუზიები მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული ომის ძლიერ და ცინიკურ კომპონენტებად იქცა, საბოლოო გამარჯვება ამ დიდ ომში რუსეთთან მაინც ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს იქნება“,-წერს ახალაია.

">