ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი, იტალიაში G7-ის სამიტზე გაემგზავრება, სადაც უკრაინისთვის 240 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გამოაცხადებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დახმარება ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და რუსული იერიშების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება განკუთვნილი. გარდა ამისა, დახმარება უფრო ფართო გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ რეკონსტრუქციას მოხმარდება.
“ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენი ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რომ პუტინის უკანონო ომი შეაჩერონ, უნდა იყოს გადამწყვეტი და კრეატიული… გაერთიანებული სამეფო რჩება საერთაშორისო პასუხის მოწინავედ ისე, როგორც დასაწყისიდან… ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ “მანამ, სანამ საჭიროადან” “რაც არ უნდა იყოს საჭირომდე” თუ ამ უკანონო ომის დასრულება გვსურს“. – თქვა სუნაკიმ იტალიის სამიტზე გამგზავრებამდე.
ეს პაკეტი უკრაინისთვის წელს განკუთვნილი 2.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ოდენობის სამხედრო დახმარების ნაწილია.