ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სოციალურ ქსელში ბორჯომში დატრიალებული სტიქიის შესახებ გულისტკივილს გამოთქვამს და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სპორტსმენები მადლობას უხდიან ადგილზე მომუშავე ქართველ, უცხოელ მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიცოცხლის რისკის ფასად სტიქიის ზონაში მუშაობდა.

გაავსე სტადიონი ბორჯომისთვის

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.  ფედერაცია გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ფედერაციის განცხადებას სპეციალური ჰეშტეგებიც ახლავს: #გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის

 

">