ბოკუჩავა: ლელოს შიდა კვლევებითაც, იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ენმ

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ეხმაურება ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც ცოტა ხნის წინ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ეთანხმება არა ერთიანი სიის, არამედ ალტერნატიული ცენტრის იდეას – ნაციონალური მოძრაობის გარეშე.
ფორმულას ეთერში გადაცემა ღამის კომენტარში საუბრისას თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ხაზარაძის განცხადებით “უკიდურესად იმედგაცრუებულია”. მან აღნიშნა, რომ მათ შორის ლელოს მიერ ჩატარებული შიდაპარტიული კვლევით – იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ნაციონალური მოძრაობაც.
ბოკუჩავას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანთა მოსმენაა, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველზე დგანან და იცავენ ქვეყნის მომავალს და რომლებისთვისაც, მთავარი მიზანი ევროპული პერსპექტივაა.