ბოკუჩავა: ასეთი ტიპის სატყუარამ არ უნდა დაარღვიოს ოპოზიციის ერთიანობა

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას ელოდება. წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ დათანხმდება და პარტიებს არჩევნების ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას შესთავაზებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ეს არაფორმალური შემოთავაზება არის არასერიოზული.

„ის შემოთავაზება, რაც არაფორმალურად გაკეთდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან, არის სრულიად არასერიოზული, ამას სატყუარას გარდა ვერაფერს დავარქმევთ, რომელიც მიზნად ისახავს შევარდნაძის დროინდელი პარლამენტის დაბრუნებას საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო გააუცხოებს პოლიტიკოსებს ხალხისგან და ბიძინა ივანიშვილს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მარტივად მოისყიდოს და მართოს შემდგომ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. ასე, რომ ასეთი ტიპის სატყუარამ არ უნდა დაარღვიოს ოპოზიციის ერთიანობა“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

">