ბოკერია-ჩერგოლეიშვილმა ცოლ-ქმრული პარტია “ფედერალისტები” დააფუძნეს

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახალ, ფედერალისტურ პარტიას აფუძნებს. ჩვენი მიზანია არსებული მავნე პოლიტიკური პროცესის ამოყირავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალის დაბრუნება.”- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სპეციალურ ვიდეორგოლში.
“არსებული ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო ს მიერაა თავსმოხვეული და ვიდრე ბუნებრივ წყობას არ დავუბრუნდებით, ვერც შინ, ევროპაში – დასავლურ ცივილიზაციაში დავბრუნდებით.
თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის სისტემური გაძლიერებაა ყველა პრობლემის გასაღები – მხოლოდ ასე ჩადგება სახელმწიფო მოქალაქეების სამსახურში.”- ამბობს ჩერგოლეიშვილი.
პარტიის სახელწოდებაა “ფედერალისტები”. ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ “ევროპული საქართველო” დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში