ბლინკენი ისრაელში ჩადის, აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელში ჩადის 18 აგვისტოს, ვაშინგტონის გაძლიერებული ძალისხმევის ჩარჩოებში, შეწყდეს ცეცხლი ღაზის სექტორში და დასრულდეს ათთვიანი ომი, რომელსაც 40 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ისრაელმა დაიწყო მას მერე, რაც შარშან 7 ოქტომბერს ს სამხრეთში ჰამასი (-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შეიჭრა. ამ ინციდენტის დროს 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად წაიყვანეს.
ეს ბლინკენის მე-9 ვიზიტია ისრაელში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
ბლინკენის გამგზავრება ახლო აღმოსავლეთში მოჰყვა აშშ-ის მიერ წინადადებების წამოყენებას, რომლებიც, აშშ-ის, ასევე მოლაპარაკების შუამავლების, ეგვიპტისა და კატარის აზრით, ხელს შეუწყობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის უთანხმოებას. ამერიკელმა მოხელეებმა ოპტიმიზმი გამოხატეს შეთანხმების მიღწევის თაობაზე, მაგრამ გამოთქვეს გაფრთხილება, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც