ბიძინა ივანიშვილი სოსო ჯაჭვლიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე  ცნობილი ქართველი მსახიობის და რეჟისორის, ყოფილი დეპუტატის და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მიუსამძიმრა.

პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ