ბიონსემ „გოგონების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით აგრესიული კლიპის პრეზენტაცია მოაწყო

მომღერალმა ბიონსემ 11 ოქტომბერს, „გოგონების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ფემინისტური კამაპნია  #FreedomForGirls-ის ფარგლებში ახალი, აგრესიული კლიპის პრეზენტაცია მოაწყო.

ვიდეოკლიპში სხვადასხვა ეროვნების მოცეკვავე გოგონები მონაწილეობენ.

კლიპის რეჟისორის განცხადებით, მას არ სურდა ვიდეოში გოგონების სინაზისა და ქალურობის გამომჟღავნება. მისი თქმით, აგრესიული ვიდეოკლიპის მთავარი მიზანი იყო, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ დღესდღეობით გოგონები უფრო ძლიერები არიან და ძველ სტერეოტიპებს ამსხვრევენ.