ბინა საკუთრებაში კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა

16 სექტემბერს, ქუთაისში კიდევ 429 დევნილ ოჯახს – დაახლოებით 1 500 დევნილ მოქალაქეს ბინა საკუთრებაში გადაეცემა.

როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია  ახალი კორპუსების მშენებლობა და 2018 წელს კიდევ 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.

">