ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა და მოსამართლე გიორგი დარახველიძე განაჩენის გამოსატანად გავიდა.

სასამართლო სხდომები ბრალდებულების გარეშე მიმდინარეობდა იმის გამო, რომ მათ სამართალდამცველები ჯერ კიდევ ეძებენ. ბრალდებულები არიან ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი. არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოში აღარ იმყოფებიან.

ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარი სახლის წინ 2015 წლის 28 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პროკურატურამ საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა.

ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ციხეში მისი წამების შესახებ სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. სასამართლოს 22 სექტემბრის.

პროცესზე ბრალდების 3 მოწმე დაიკითხა. პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომლებმა და ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ხარძიანის საკანში იხდიდა სასჯელს ხარძიანის წამება და არაადამიანური მოპყრობა დაადასტურეს. მოწმეებმა განაცხადეს, რომ წამების მიზანი კუს ტბის და ქონების დათმობა იყო. დავალება კი გლდანის ციხის ხელმძღვანელებისგან მოდიოდა.

">