ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბესიკ ხარანაული - ქართველი ქართველისათვის

ქართველი ქართველისათვის
მე მქონდა ერთი სიმღერა,
მაგრამ არ დამიმღერია -
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია.
მე მქონდა ერთი სტრიქონი,
მაგრ ამ არ დამიწერია -
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია.
გამწარებულზე ნათქამი,
გაივლის, არაფერია,
ნეტა რა ჭკვაზე ვიყავი,
ან რა ბალღამი მერია -
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის , მტერია.
ისტორიას რომ გადაშლი
რაც იქ ამბები წერია,
რაც უფრო ძველი მგზავრი ხარ,
მეტი ჭუჭყი და მტვერია,
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია.
ეს დრომოჭმული ამბავი
არც ისე გასაბერია,
ბავშვი თამაშში იზრდება,
მწერიც კი ალმაცერია,
დიდია ეს დედამიწა,
ზედაც ათასი ერია,
გამორჩეული ვინც იყო,
მუდამჟამ ნაკლი ერია,
კარგი ვქენ რომ არ ვიმღერე
და რომ არც დამიწერია:
„ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია“.
ბესიკ ხარანაული
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.