ბესელია: ჩვენ არ გვჭირდება ეს ვეტო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრზე სავარაუდოდ უმრალვესობის ლიდერი და ფრაქციებისა და უმრავლესობაში შემავალი პარტიების ხელმძღვანელები წავლენ. ბესელიას განცხადებით, უმრავლესობის მიერ შეთავაზებული წინადადება იყო მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის.

„ფორმატი ჩვენი მხრიდან უმჯობესია იყოს ფრაქციული წარმომდგენლობა, უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების ხელმძღვანელები, ამ ფორმატში ვფიქრობთ, რომ იქნება კარგი ეს შეხვედრა. ჩვენ არ გვჭირდება ეს ვეტო, ჩვენ არ გვითხოვია არავისთვის დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბჯის გადმოდგმა, ეს იყო ჩვენი მხრიდან არა ჩვენი სურვილის დემონსტრირება, ეს იყო ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის“,-განაცხადა ბესელიამ.

">