ბესელია: ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპის საბჭოს  საპარლამენტო ასამბლეამშთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლედ.

„ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ  სასამართლოში. საპარლამენტოასამბლეამ, მართლაც შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ის სტრასბურგის სასამართლოს  მოსამართლედ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელიცსაქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომოსესიის მუშაობაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის  ძირითადი წევრია, 29სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის  საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის  უფლებათა  ევროპულ  სასამართლოში  მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში, სადაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების მოსმენა გაიმართა.

გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ  ლადო ჭანტურია აირჩია.მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი  ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

„ჩვენ გვყავდა ღირსეული კანდიდატები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აირჩია ბატონი ჭანტურია ხმათა უმრავლესობით.  ვულოცავ ჩვენსქვეყანას და პირადად ბატონ ლადო ჭანტურიას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

">