ბესელია: „ადვოკატთა შესახებ” კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული

„„ადვოკატთა შესახებ” კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული და ის  ადვოკატთა პროფესიულ განვითარებას და კანონში არსებული ხარვეზების დაძლევას ითვალისწინებს“, – განაცხადა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  აღნიშნა, ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის,  გუშინ, საქართველოს  პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო  ჩანაწერი მიიღო, რითიც, პირველად კონსტიტუციის დონეზე, განისაზღვრა ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის გარანტია.

მისი თქმით, კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ პირველი ცვლილებები  „ადვოკატთა შესახებ” კანონში და მისგან გამომდინარე „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონში შევა.

ეკა ბესელიას განცხადებით, გასულ წელს, მისი ინიციატივით  სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა შესაბამისი ცვლილება, რომლითაც ადვოკატის პროფესიის დაცვის გარანტია გაუთანაბრდა სისხლის სამართლის პროცესის დროს მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებს და დაემატა მათ ჩამონათვალს.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადვოკატთა ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში – PROLoG” და „გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მოამზადა ახალი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას და ამით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაზრდას ქვეყანაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონით, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზება გარანტირებულია კანონით.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ადვოკატთა ასოციაციას წინადადების საფუძველზე,  „ადვოკატთა შესახებ” კანონში აისახება ჩანაწერი, რომელიც გაეროს კონვენციიდან გამომდინარეა, კერძოდ:  ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის  განმსაზღვრელ თავს დაემატება რომ, დაუშვებელია  ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა „ადვოკატთა შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე.

„ყველა ეს წინადადება თავად ადვოკატთა ასოციაციამ დააყენა ჩვენთან. ისინი ითხოვდნენ ამ ცვლილებების  განხორციელებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  იმუშავა მათთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ ამით გამოვხატავთ დღეს მზაობას, რომ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ამ ცვლილებების ინიცირება  შემდეგი კვირიდან. ჩვენ ეს პროექტი გადავუგზავნეთ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს, კოლეგებს,  აღმასრულებელი ხელისუფლებას, სასამართლოს, თუმცა წინა სამუშაო პროცესში ჩართული იყო ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება უშუალოდ შეეხოს ეს ცვლილებები. ეს კარგი ცვლილებებია და მთლიანობაში გააძლიერებს ადვოკატთა ასოციაციას ინსტიტუციურად და შესაბამისად, გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ადვოკატთა შესახებ” კანონის პროექტის თანახმად:

  1. საადვოკატოსაქმიანობის  უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, კანონში არსებულ ჩამონათვალს ემატება  შემდეგი პრინციპები:
  • სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილების პატივისცემა;
  • პროფესიული კომპეტენტურობა;
  • ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;
  1. კანონისმთლიან რედაქციაში ტერმინი „ადვოკატთა ტესტირება” იცვლება ტერმინით „ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა”.
  2. ცვლილებისთანახმად, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება და ხაზგასმა ხდება, რომ  ადვოკატი ვალდებულია  არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობადა  საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალურიინფორმაცია). ამასთან, გამონაკლისის სახით მიეთითება, რომ ეს შესაძლებელია  მხოლოდ საკუთარი უფლების დაცვის დროს ან/და კლიენტის საუკეთესოინტერესებიდან გამომდინარე:
  3. ზუსტდებაიმ პირების ჩამონათვალი, რომლებსაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებით არ ექნებათ ადვოკატის ფუნქციების განხორციელებისუფლებამოსილება.
  4. იცვლებაადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების გავლის წესი და მიეთითება, რომ ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაცგავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგანშემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა. შემოდის სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის ცნება და დგინდება მისი არჩევისა დასტაჟირების გავლის პროცედურა.
  5. გამონაკლისისსახით მიეთითება, რომ სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე,რომელთაც გააჩნიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ დაპროკურორად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
  6. ზუსტდებაკანონის ჩანაწერი, რომლის თანახმად ადვოკატი ვერ გახდება პირი, რომელიც არის ნასამართლევი, როგორც განზრახ მძიმე, ისეგანსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული.
  7. დეტალურადგანისაზღვრება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირთა წრე და პროცედურა. ამასთან,გათვალისწინებულია კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ითვალისწინებენ საერთო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციისგამოცდის ჩასაბარებლად საჭირო საგნების ჩამონათვალს.
  8. ცვლილებებითკანონში მიეთითება, რომ საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითიუფლებამოსილებას განახორციელებს მხოლოდ ადვოკატი.
  9. ცვლილებისთანახმად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველი იქნება ასევე შემთხვევა, როდესაც ადვოკატის,მოსამართლის ან/და პროკურორის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 7 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულაადვოკატთა ასოციაციაში.
  10. კანონსემატება ახალი მუხლი (ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი), რომლის თანახმად განისაზღვრება მისი ფუნქცია, უფლება-მოვალეობები, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი.
  11. ცვლილებაშედის ადვოკატთა ეთიკის კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში, რომლის თანახმად:
  • მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრისა და თავჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;
  • ეთიკის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება 2 (ორი) წლით;
  • ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად, ასოციაციის კრება, ასევე აირჩევს კომისიის სათადარიგო წევრებს;
  • მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს რიგით მომდევნოსათადარიგო წევრი;
  • განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ეთიკის კომისია უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებიდან ან/და კერძო პირებისგან კანონითდადგენილი წესით გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო ორგანოებმა/კერძოპირებმა ინფორმაციაზე და შესაბამის დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ზუსტდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით.
  1. ზუსტდებაადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების ვადის შესახებ ჩანაწერი და მიეთითება, რომ ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოებაშეწყდება თუ სადაო მოქმედების ჩადენიდან ეთიკის კომისიისადმი მიმართვამდე გასულია 5 წელი.
  2. ცვლილებაშედის ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესში, რომლის თანახმად:
  • ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს ეთიკის კომისიაარანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით (ნაცვლად 12 წევრისა), ხოლო გადაწყვეტილება მიიღება 8 წევრის მიერ (ნაცვლად 10 წევრისა);
  • შესაძლებელი იქნება ეთიკის კომისიის სხდომის საჯარო ფორმით ჩატარება, თუ წარმოდგენილი იქნება ორივე მხარის შუამდგომლობა;
  • ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 დაარაუმეტეს 30 დღის ვადით. ადვოკატი ვალდებული იქნება, საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიუთითოს საქმის განხილვისმისთვის მისაღები 3 თარიღი საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით;
  • ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში და გაეგზავნოთ მხარეებს;
  • ასევე, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც დგინდება დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ერთიანი წესი დაპროცედურა.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის პროექტის თანახმად, „ადვოკატთა შესახებ” კანონის პროექტით გათვალისწინებულიცვლილებებიდან გამომდინარე ზუსტდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ფუნქციები და მიეთითება, რომ სადისციპლინო პალატაგანიხილავს საჩივრებს როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის, ისე საქართველოს ადვოკატთაასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე.

">