არქივი4 ივლისი, 2024, 09:12
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი იპოვეს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, 27 წლის ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა.აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.
ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა. მსოფლიო ჩემპიონის გარდა იყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.