„ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნა შეიძლება განხილული იყოს როგორც შიდა კლანური გადაადგილება“

ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნა შეიძლება განხილული იყოს როგორც შიდა კლანური გადაადგილება და არ ემსახურება უკეთეს ადმინისტრირებას.

„ბატონი ბახტაძე, რომელიც ინიშნება ფინანსთა მინისტრად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს ადამიანი არის რკინიგზის ხელმძღვანელი და რკინიგზის ოფიციალურ სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ, თვით ბრუნვა შემცირებულია, რკინიგზის შემოსავლები შემცირებულია და ეს ოფიციალური სტატისტიკაა ამავდროულად რკინიგზა, კვირიკაშვილის მთავრობასთან ერთად, ჩააგდო ის ტესტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თბილისელებისთვის, მე ვგულისხმობ შემოვლითი რკინიგზის გადატანას ქალაქიდან, რაც თბილისს განვითარების საშუალებას მისცემს. ამიტომ მისი დანიშვნა, შეიძლება განხილული იყოს, როგორ შიდა კლანური გადაადგილება და არ ემსახურება უკეთეს ადმინისტრირებას“, – აცხადებს უგულავა.

 

/</a></iframe>