ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები. ამ დროისთვის, აფეთქების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…