ბაქომ შესაძლოა, გააუქმოს უკრაინაში შეიარაღების გაგზავნაზე დაწესებული ემბარგო, თუ რუსეთი უკრაინაში აზერბაიჯანულ ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს – აზერბაიჯანული მედია

ბაქომ შესაძლოა, გააუქმოს ში შეიარაღების გაგზავნაზე დაწესებული ემბარგო, თუ უკრაინაში აზერბაიჯანულ ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს – აზერბაიჯანული მედია
აზერბაიჯანმა შესაძლოა, უკრაინაში შეიარაღების გაგზავნაზე დაწესებული ემბარგო გააუქმოს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დაახლოებული ტელეგრამის არხები წერენ.
კერძოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შესაძლოა, გააუქმოს საკუთარი მარაგებიდან უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე დაწესებული აკრძალვა, თუ რუსეთი გააგრძელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანულ ობიექტებზე.
რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ „ბაქომ უკვე დაიწყო 122 და 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების წარმოება, რომლებსაც უკრაინას გაუგზავნიან“.
მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა სთან, ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ ოდესის ოლქში აზერბაიჯანულ ნავთობის ბაზაზე დარტყმები.
ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესაში მდებარე აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ნავთობის ბაზაზე და ბუნებრივი აირის გადატანისთვის საჭირო სადგურზე, იერიშები 6 და 8 აგვისტოს მიიტანეს. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ტრანსბალკანური დერეფნის გავლით მიიღო ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან.