ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო საფრანგეთის ქალაქ მეცის ტურნირი.
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა მეცის ტურნირის 1/16-ფინალში რეიტინგის 148-ე ნომერი, ფრანგი ვინსენტ მილოტი 2:6, 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ჟილ მიულერა. მატჩი 21 სექტემბერს თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში ნიკა ლუქსემბურგელთან 0:2-ს აგებს.

">