ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის 1/8-ფინალში ჯარედ დონალდსონთან 4:6, 6:7 დამარცხდა. მატჩი საათსა და 37 წუთს გაგრძელდა.

 

ბასილაშვილმა ცინცინატის ტურნირზე ორი ეტაპი დაძლია, ჯერ ბორნა ჩორიჩს 6:3, 7:6 აჯობა, შემდეგ კრისტოპ ჰარისონს 6:3, 6:3 მოუგო.

ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა და 62180 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

">