ბასილაშვილი ჩინეთის ღია ტურნირს კირგიოსთან მატჩით იწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი და მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბეიჯინგში გასამართ ჩინეთის ღია ტურნირის პირველ წრეში ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდება. ავსტრალიელი რეიტინგში მე-20 ადგილზეა და ქართველს კარიერაში პირველად შეხვდება.

ბეიჯინგში გასამართი ტურნირის საპრიზო ფონდი 3,028,080 დოლარია. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი 45 სარეიტინგო ქულას და 39,205 დოლარს გამოიმუშავებს.

">