ბასილაშვილი დონალდსონთან აშშ-ს ღია პირველობაზეც დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას პირველივე ეტაპიდან დაემშვიდობა. ქართველი ჩოგბურთელი კვლავ ჯარედ დონალდსონთან დამარცხდა.

ბასილაშვილისთვის შეხვედრა  სუსტად დაიწყო: პირველ სეტში დონალდსონმა ექვსიდან სამი ბრეიკ-პოინტიგამოიყენა, თავად საკუთარი მოწოდების აღების ერთი შანსიც არ მისცა მეტოქეს და 24 წუთში “მშრალი” ანგარიშით მოიგო – 6:0.
მეორე სეტი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო – ქართველმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა, თუმცა ჩავარდნა თავიდან ვერ აიცილა: მეშვიდე გეიმში დონალდსონმადაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მეცხრეში კი ორი ფარული მატჩბოლი ჰქონდა. ქართველმა ორივე საფრთხე მოიგერია და მომდევნო გეიმში ისევ აიღო ამერიკელის მოწოდება და მასთან ერთად სეტი – 6:4.
მესამე პარტია თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ სეტის მეორე ნახევარში ბასილაშვილს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა – ზედიზედ სამი საკუთარი მოწოდება წააგო – 3:6.
რაც შეეხება მეოთხე სეტს, ნიკამ პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, თუმცა, მეორე სეტის მსგავსად, ისევ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მე-13 გეიმშიბასილაშვილი თითქმის სულ წინ იყო: 2:0, 3:1, 5:3… საბედისწერო აღმოჩნდა 5:4-ზე ორი საკუთარი მოწოდების წაგება, რის შემდეგაც, დონალდსონმა მეორე მატჩბოლიდან მოიგო შეხვედრა – 6:0, 4:6, 6:3, 7:6(6). მატჩი 2 საათი და 51 წუთი გაგრძელდა.
ეს იყო ბასილაშვილის მეორე მონაწილეობა აშშ–ის ღიაზე და ჯერ, ქართველს ამ ტურნირზე მატჩი არ აქვს მოგებული.

ცინცინატის მასტერსის 1/8-ფინალში წაგებიდან 12 დღის შემდეგ ბასილაშვილს დონალდსონზე რევანშის აღების შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო ძლიერი კვლავ ამერიკელი გამოდგა და ქართველი ჩოგბურთელი ოთხ სეტში, ანგარიშით 1:3 (0:6, 6:4, 3:6, 6:7) დამარცხდა.

">