ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში ესპანეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკება ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა, სადაც კატალონიელები დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილოებისთვის შეიკრიბნენ.

თვითმხილველების განცხადებით, მათ დასისხლიანებული ადამიანები ნახეს.

 

 

გამოცემა Pais-ის ცნობით, პოლიციასთან შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის კენჭისყრა დაიწყო. რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება.

 

 

 

 

 

 

 

">