ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდაა

ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანი 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული ეჭვმიტანილის დრის უკაბირის უმცროსი ძმაა.

ესპანური მედიის ცნობით, მუსა უკაბირი მართავდა ავტომობილს და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი მიიმალა. ამ დრომდე 17 წლის მუსა უკაბირს სამართალდაცავები ეძებენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი შეარარებულია.

თავდაპირველად პოლიციამ მანქანის სავარაუდო მძღოლად მისი ძმა, დრის უკაბირი დაასახელა და მისი ფოტოც გაავრცელა, თუმცა მალევე უკაბირი პოლიციის ბარსელონადან 60 მილის მოშორებით ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას მოპარეს საბუთები, რომლითაც ფურგონი იქირავეს.