ბარსელონას მერმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადადგომისკენ მოუწოდა

ადა კოლაუმ (ბარსელონას მერი) განაცხადა , რომ ესპანეთის ხელისუფლებას ეშინია და ამიტომ აავსო ქალაქის ქუჩები პოლიციის დანაყოფებით. კოლაუმ ესპანეთის მთავრობის მეთაურს მარიანო რახოის გადადგომისკენ მოუწოდა .ამის შესახებ ბარსელონას მერმა Twitter-ზე დაწერა.

 

 

 

მისი თქმით, პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უნდა შეწყვიტოს.

კატალონიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. „ექსტრემალურმა სამსახურებმა ესპანურ პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაშავებულ 38 ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება. მათგან 35-მა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 3-მა კი საშუალო სიმძიმის,“- ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში. 

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში ესპანეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკება ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა, სადაც კატალონიელები დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილოებისთვის შეიკრიბნენ.

 

 

">