ბათუმში მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებული პირი გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს

ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული პირი გვიან ღამით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ექიმ ზურაბ თარგამაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობდ მკურნალობას.

„შემოსულის მდგომარეობა შეიძლება ჩავთვალოთ სტაბილურად მძიმედ, პაციენტი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, სახეზეა დამწვრობითი შოკის ნიშნები, არის სხეულის თერმული დამწვრობა 30%-მდე, ძირითადად მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებით წარმოდგენილი სიტუაცია. დამუშავდა პოსტრეანიმაციულ განყოფილებაში, დაიწყო სპეციალიზირებული მკურნალობა“,-განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში, კერძო საწყობში აფეთქება მოხდა, ცეცხლი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის რეზერვუარებს გაუჩნდა. ამის შესახებ news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

">