ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შემოვიდა

ბათუმის პორტში საფრანგეთისამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შემოვიდა. ფრანგულ ფრეგატაზე გამართულ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გემის მეთაურმა, I რანგის კაპიტანტმა ჟაკ მალარმა თავდაცვის მინისტრს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის ფარგლებში ერთობლივი სახომალდე სწავლებები გაიმართება, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ასევე ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ელემენტებს მოიცავს.

">