ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ოცნების დეპუტატს მუქარაში ადანაშაულებს

“ლეიბორისტული” პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის ფრაქცია  ,,ქართული ოცნების“ წევრს მუხრან ვახტანგაძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ქიქავას განცხადებით, ერთ-ერთ არხზე ვახტანგაძეზე გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო, მას ამ განცხადების ადრესატი დაუკავშირდა და დაემუქრა. მერობის კანდიდატის განცხადებით არსებობს დაპირისპირების ამსახველი აუდიოჩანაწერი, რომელიც მან მედიასაშუალებებს  მიაწოდა.

ქიქავა  უკვე დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტროში  განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. მერობის კანდიდატი  ვახტანგაძის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. თავად ოცნების დეპუტატი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს რომ სატელეფონო ზარი, რომელიც მისგან ქიქავასთან განხორციელდა მუქარის შემცველი არ ყოფილა. ვახტანგაძე „ლეიბორისტული“ პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მას პოლიტიკურ კლოუნს უწოდებს.

">