„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გიორგი მაჭავარიანს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარეს უკვე გადაეცა საქმის მასალები. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო  დღეს არ ჩინიშნება, რადგან საქმე საკმაოდ მოცულობითია და მას დამატებითი დრო სჭირდება საქმის დეტალურად გასაცნობად.

„მტკიცებულებები რამდენიმე წუთის წინ გადმოგვეცა, ამიტომ საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ ვიცნობთ, საკმაოდ მოცულობითია ბრალდების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, დღევანდელ დღეს სასამართლო წესით არ უნდა გაიმართოს“,-განაცხადა მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და  შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

">