ახლა ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში

ახლა საუბრობს პრაგმატულ პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი, რუსეთთან მიმართებით, რაც, მისივე თქმით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს. და ჩვენ სხვას მეტს რას ვამბობდით?“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, ეს პრობლემა არ არის. ეს კი ოპოზიციის უპრინციპობის მორიგი მაგალითია.
„დიახ, ქართველი ამომრჩევლის ნებაა სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, დეოკუპაცია, სრული სუვერენიტეტი და ა.შ. რადიკალური ოპოზიცია კი, რომლის წარმომადგენელიც არის , ყოველთვის ემოციურ გადაწყვეტილებებსა და აღქმის პოლიტიკას გვახვევდა თავს.
მსუბუქად რომ შევაფასოთ – ახლა ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში. ადამიანები, რომლებიც ღიად ლანძღავდნენ კეზერაშვილს, ახლა მის დაფინანსებაზე არიან; ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, ეს პრობლემა არ არის; ადამიანები, რომლებიც მევახშეებს და სხვა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს უწოდებდნენ ერთმანეთს, დღეს ერთად სხედან და მაღალ მატერიებზე საუბრობენ. ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე.“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
Previous: ძალიან მალე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს თითქმის ყველა ქვეყანა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში