ახალციხის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი, ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველამ კარგად იცის, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი. ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი