ახალციხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილისთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ხმელი ბალახი და ბუჩქები იწვოდა, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს; ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, არ მდებარეობს დასახლებული პუნქტის სიახლოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

">