ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდება. კანონპროექტს ბიროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ. საუბარია პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

">