აშშ-ში ავტომობილების დაზიანების გამო კაცი დააკავეს

ვაშინგტონის შტატის ქალაქ  ბელვიუში 32 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც Roll-Royce-სა და Bentley-ის მარკის ძვირადღირებული ავტომობილები დააზიანა. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

თვითმხილველების თქმით, კაცი თავისი ავტომობილით რამდენჯერმე დაეჯახა სადგომზე მდგომ ავტომობილებს. მძღოლი თავის ქმედებებს იმით ხსნის, რომ 3-დღიანი უძილობის შემდეგ პანიკური შეტევა დაეწყო.

Roll-Royce-სა და Bentley-ის ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ზიანი კი 500 000 დოლარს აღწევს. დაკავებული მძღოლი ვანდალიზმში დაადანაშაულეს.

">