აშშ-მა 9 აგვისტოს გამოაცხადა, რომ კიევს დამატებით მიაწვდის 125 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას – იმ ფონზე, როცა უკრაინის ძალები წინ მიიწევენ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მოულოდნელი შეტევისას.
დახმარების პაკეტი ხაზს უსვამს “ჩვენს მყარ მხარდაჭერას [უკრაინისადმი], მაშინ, როცა ისინი განაგრძობენ ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ” – უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, დახმარება გამოიყოფა მარაგებიდან, რომლებიც “მოიცავს საჰაერო-თავდაცვის გარდამტაცებს, სარაკეტო სისტემების მასალებს, არტილერიას, მრავალფუნქციურ რადარებს და ტანკების საწინააღმდეგო იარაღს”.
ბლინკენის თქმით, ეს აღჭურვილობა “უკრაინას დაეხმარება დაიცვას მისი სამხედროები, მისი ხალხი და ქალაქები რუსეთის თავდასხმებისგან და გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები ფრონტის ხაზებზე”.