აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას და რუსეთს სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

აშშ პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში განიხილავს, როგორც არათანმიმდევრულს და შეუფერებელს ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი პრინციპების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც თავად რუსეთია. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართელოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით და შეცვალოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ“,- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

">