აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამაოქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაც განიხილება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში  გამაოქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაც განიხილება. დოკუმენტი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს,  კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის“,- წერია განცხადებაში.

სახელმწიფოს დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ წლის განმავლობაში 19 საქმე იყო გამოძიებული, რომელიც შეიცავდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტური გამოძიებების ნაკლებობა დააფიქსირეს.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა, თუმცა ციხეში სამლოცველოები მხოლოდ მართმადიდებლურ ეკლესიას აქვს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში, პრივილეგიით ქართული მართმადიდებლური ეკლესია სარგებლობს.

 

">