აშშ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსებას არ შეაჩერებს – თეა გოდოლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ. მიუხედავად იმისა, რომ -მ შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსება, ეს გადაწყვეტილება არ შეეხება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს.
„მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას“, – დაწერა თეა გოდოლაძემ.
9 სექტემბერს გოდოლაძემ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა.
ცნობილია, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა და საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება გახდა.
რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი