აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ იმ პირთა და კომპანიების სია გააფართოვა, რომელთა წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური სანქციები უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაწესდა. ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახური იტყობინება.

გაფართოებულ სიაში მოხვდა 12 ორგანიზაცია, რომლებიც დაკავშირებული არიან “Сургутнефтегаз”-თან, კომპანია «Силовые машины», ასევე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი.
სიაშია კიდევ 9 კომპანია და 21 ადამიანი, ძირითადად რუსები და უკრაინელები.

">