აშშ-მა ღაზის სექტორში ჰაერიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყო

-ს სამხედროებმა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყეს ღაზის სექტორში.
2 მარტს განხორციელდა პირველი ასეთი ოპერაცია, იტყობინება Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს.
მათი თქმით, C-130-ის ტიპის სამი თვითმფრინავი ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების – სურსათის მიწოდებაში.
ცნობით, სულ სურსათის 35000-ზე მეტი ულუფა იქნა გამოყოფილი.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ საჰაერო გზით დახმარება გაგრძელდება და რომ მხარს უჭერს მათ. სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა, ეგვიპტემ და იორმ, უკვე გაგზავნეს დახმარება ღაზაში საჰაერო გზით.
გაეროს მონაცემებით, ღაზის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, 570 ათასი ადამიანი, შიმშილობის ზღვარზეა.
აშშ და სხვა ქვეყნები მოელიან, რომ ღაზის სექტორისთვის დახმარების მოცულობის გაზრდა შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, რაც, ბადენის თქმით, 10 მარტამდე უნდა დაიწყოს.
ისრაელმა სამხედრო მოქმედება ღაზის სექტორში დაიწყო 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. ღაზაში ისრაელის არმიის ქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.
7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის და სხვა დაჯგუფებების მეომრების შეჭრისას 1200 ადამიანი დაიღუპა, მძევლად აიყვანეს 240-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ