აშშ კურსკის ოპერაციას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს – „უოლ სთრით ჯორნალი“

აშშ კურსკის ოპერაციას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს, – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაშია ნათქვამი. ს ადმინისტრაცია გაოცებული იყო ს რადიკალური ნაბიჯით და ახლა ელოდება, გაამართლებს თუ არა მისი სარისკო ფსონი.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ მ კურსკის ოლქში ყველა დასახულ მიზანს ნაწილობრივ უკვე მიაღწია.
„კურსკის ოპერაციამ უკვე შეცვალა გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ უკრაინას არ შეუძლია ს სამხედრო ძალის შეჩერება“, – წერს „უოლ სთრით ჯორნალი“.
-ის ოფიციალური პირების აზრით, კურსკის ოპერაციას სამი მთავარი მიზანი აქვს: აიძულოს რუსეთი, ჯარი გაიყვანოს აღმოსავლეთ უკრაინიდან, გააქარწყლოს მოსაზრება, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე მარცხდება და გააუმჯობესოს უკრაინის პოზიციები შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ.
„ამ მომენტისთვის სამივე მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია“, – აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.
გარდა ამისა, სტატიაში საუბარია უკრაინელების კიდევ ერთი მიღწევის შესახებ. კერძოდ, რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობის ზრდაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ, წინა საბრძოლო მოქმედებებისგან განსხვავებით, უკრაინა ოპერაციის დეტალებს დასავლეთისგან საიდუმლოდ ინახავდა.
„უოლ სთრით ჯორნალი“ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას ზელენსკის გაბედულ და სარისკო ფსონს უწოდებს, რასაც რუსეთი უნდა გამოეყვანა წონასწორობიდან. შედეგად, რუსეთი იძულებული იქნებოდა, ჯარი უკრაინის აღმოსავლეთიდან კურსკში გაეგზავნა, ხოლო დასავლეთი უფრო მეტად დარწმუნდებოდა, რომ უკრაინის იარაღით მხარდაჭერა აუცილებელია. კურსკის ოპერაცია ასევე აჩვენებდა უკრაინელებს, რომ, მიუხედავად დაღლილობისა, მათ კვლავ შეუძლიათ ბრძოლა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ახლა თეთრ სახლში ფრთხილი ოპტიმიზმით ელოდებიან, გაამართლებს თუ არა ზელენსკის ფსონი.
„აშშ უკრაინას აძლევს სივრცეს ოპერაციის ჩასატარებლად, ამავდროულად ცდილობს, თავი აარიდოს ამ საკითხის საჯარო განხილვას“, – წერს „უოლ სთრით ჯორნალი“.
ამასთან, პენტაგონში აქვთ კითხვები „ბუფერული ზონის“ შესახებ, რომლის შექმნაც ზელენსკიმ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ მიზნად დაასახელა, კერძოდ, აშშ-ის სამხედრო უწყებაში აინტერესებთ, გეგმავს თუ არა უკრაინა ამ ზონის გაფართოებას და შეძლებს თუ არა დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებას.
1tv.ge