„აშშ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ მას აქვს შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის“

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აშშ-ს აბსოლუტურად შეურიგებელი პოზიცია აქვს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის.

„აშშ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ მას აქვს აბსოლუტურად შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის. ამ კონკრეტული ჩანაწერით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიების შუაგულში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სხვადასხვა დაბრკოლებებისა და ბარიკადების მშენებლობა, ექნება ამას მავთულხლართების, მიწათხრილების, ბანერების თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმა, რამდენადაც, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ჰუმანიტარულ მძიმე გამოწვევებს ქმნის, ძალიან ბევრ ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

">