აშშ-ი რუსეთს სან-ფრანცისკოში საკონსულოს დახურვისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, სან-ფრანცისკოში საკონსულო დაიხუროს.აღნიშნულის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა გააკეთა.  ამის შესახებ BBC წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან წაყენებული მოთხოვნის საპასუხოდ იქნა მიღებული.

კერძოდ უფრო ადრე რუსულმა მხარემ აშშ-ს რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის 755-დან 455 თანამშრომლამდე შემცირება შესთავაზა. სწორედ ამდენივე ადამიანი მუშაობს აშშ-ში მდებარე რუსულ დიპლომატიურ უწყებებში.

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ზომები ანტირუსული პოლიტიკისა და სანქციებზე პასუხი გახდა,

">